ემზარ კვიციანი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილებას ითხოვს
ემზარ კვიციანი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილებას ითხოვს

პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის ცვლილებას ითხოვს.

ემზარ კვიციანმა შესაბამისი ცვლილებები უკვე მოამზადა, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

ემზარ კვიციანი კანონიდან არსებული ტერმინების – „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას ითხოვს.

კვიციანი მიიჩნევს, რომ კანონში აღნიშნული ტერმინების არსებობით ზნეობრივი ნორმები ირღვევა. კანონმდებლობაში ჩამოთვლილი ტერმინები 2014 წელს აისახა.