ემანუელ მაკრონმა მედიასაშუალებებს ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა მედიასაშუალებებს ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდა.
„ფრანს 24“-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. შეხვედრაში მედიის 300-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.
მან სოციალური ქსელების მხრიდან ჟურნალისტიკისთვის შექმნილ საფრთხეზე ისაუბრა და მედიაეთიკის საკითხებზე მომუშავე ახალშექმნილი საბჭოს არსებობის საჭიროებას გაუსვა ხაზი. აღნიშნულ საბჭოს, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით დეკემბერში შეიქმნა, ჟურნალისტთა ნაწილი განიხილავს როგორც ხელისუფლების მხრიდან მედიის რეგულირების მცდელობას.
მაკრონის თქმით, მედიაეთიკის საბჭო ჟურნალისტთა პროფესიას საფრანგეთში საფრთხეს არ უქმნის.
„ჩვენ ყველა ვართ ცრუ ინფორმაციის, ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის წინაშე“, – განაცხადა მაკრონმა.
მისი თქმით, „საჭიროა, განვასხვავოთ, ვინ არის ჟურნალისტი და ვინ არა“.