საქართველოს პირველი არხი „ვოთსაფის“ (WhatsApp) საშუალებით ახალი ამბების გავრცელებას იწყებს
საქართველოს პირველი არხი „ვოთსაფის“ (WhatsApp) საშუალებით ახალი ამბების გავრცელებას იწყებს

საქართველოს პირველი არხი „ვოთსაფის“ (WhatsApp) საშუალებით ახალი ამბების გავრცელებას იწყებს, რაც საქართველოს მედიასივრცეში ნოვაციას წარმოადგენს.

თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, ყოველდღიურად და ოპერატიულად მიიღოთ ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამოწმებული ინფორმაცია.

თუ გსურთ საქართველოს პირველი არხის მიერ გავრცელებული ახალი ამბების გამოწერა, ამისთვის საჭიროა:

1. „ვოთსაფში“ უნდა შეინახოთ საქართველოს პირველი არხის ნომერი – 598 011100 და აღნიშნულ ნომერზე მომსახურების გასააქტიურებლად გამოაგზავნოთ სიტყვა – 1tv.

2. რეგისტრაციის გავლის შემდეგ საქართველოს პირველი არხი ოპერატიულად მოგაწვდით დღის მთავარ და გადამოწმებულ ამბებს.

სერვისის გაუქმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, რისთვისაც საჭიროა, მითითებულ ნომერზე – 598 011100 გამოაგზავნოთ სიტყვა – stop.