ემანუელ მაკრონის რეიტინგის ვარდნა შესაძლოა, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სკანდალს უკავშირდებოდეს
საფრანგეთის პრეზიდენტის რეიტინგი მკვეთრად დაცემულია. სოციოლოგიური გამოკითხვა ერთდროულად შვიდმა კომპანიამ ჩაატარა.
გამოკითხულთა მხოლოდ 36,3 % აცხადებს ,რომ მაკრონის პრეზიდენტობით კმაყოფილია, რაც 3.1 %-ით ნაკლებია ივნისში ჩატარებულ გამოკითხვასთან შედარებით. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, ემანუელ მაკრონის მმართველობას გამოკითხულთა 50 % ემხრობოდა.
ვარაუდობენ, რომ მაკრონის რეიტინგის მკვეთრი ვარდნა შესაძლოა, მისი უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სკანდალს უკავშირდებოდეს.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ალექსანდრ ბენალა მაისში გამართული დემონსტრაციის დროს აქციის მონაწილის ცემის გამოა დაკავებული.