ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის ოცნება ევროკავშირის დემონტაჟია
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ევროკავშირის დაშლა სურს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შვედურ ტელეკომპანია SVT-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„პატივს ვცემ ვლადიმერ პუტინს და ვარ ერთ-ერთი იმ ლიდერებს შორის, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის ახალი არქიტექტურა უნდა შევქმნათ“, – განაცხადა მაკრონმა.
„თუმცა პუტინის ოცნება ევროკავშირის დემონტაჟია“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონის თქმით, რუსეთს ვერ უწოდებ ქვეყანას, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს.
ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის დიალოგში საჭიროა „ახალი მონახაზების“ შემუშავება.