ემანეულ მაკრონი - ვფიქრობ ბელარუსზე, უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდოვაზე, ისინი იმსახურებენ თავიანთი სუვერენიტეტის სრულ პატივისცემას
ვფიქრობ ბელარუსზე, უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდოვაზე, რომლებიც იმსახურებენ თავიანთი სუვერენიტეტის სრულ პატივისცემას, რადგან ეს ხელს უწყობს ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უსაფრთხოება უნდა ავაშენოთ იმ რამდენიმე ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სრული პატივისცემით, რომლებიც ევროკავშირის, ან ნატო-ს წევრები არ არიან, მაგრამ მაინც ამ რეგიონში არიან.
მე ვფიქრობ ბელარუსზე, ვფიქრობ უკრაინაზე, ვფიქრობ საქართველოზე და ვფიქრობ მოლდოვაზე, რომლებიც ჩემი აზრით, არიან სახელმწიფოები, რომლებიც იმსახურებენ თავიანთი სუვერენიტეტის სრულ პატივისცემას, რადგან ეს ხელს უწყობს ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.