ემანუელ მაკრონის პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა
ემანუელ მაკრონის პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიამ ქვეყნის პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. აღნიშნულის მიზეზი გახდა ის, რომ მაკრონის რამდენიმე თანაგუნდელმა ახალი პარტიის ჩამოყალიბება გადაწყვიტა.

შედეგად, პრეზიდენტის პარტიას „წინ რესპუბლიკა“ პარლამენტში უმრავლესობის ფორმირებისთვის ერთი მანდატი აკლდება.

577-ადგილიან ქვედა პალატაში მაკრონის პარტიას 288 მანდატი აქვს.

პრეზიდენტისგან გამოყოფილი დეპუტატები ახლა ეკოლოგიისა და სოციალური უთანასწორობის საკითხებზე აპირებენ ყურადღების გამახვილებას.