ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ტელეფონით ისაუბრეს

01:35, 01.10.2020

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შექმნილი მდგომარეობა განიხილეს.

ინფორმაციას კრემლში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სატელეფონო საუბარი ფრანგული მხარის ინიციატივით შედგა.

პუტინის პრესსამსახურის ცნობით, საუბრისას ორი ქვეყნის ლიდერმა მთიან ყარაბაღში ვითარების დაძაბვა დაგმეს და შეშფოთება გამოთქვეს, რომ საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება.

ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდეს.

მსგავსი