ელიზაბეთ რუდი - გვჯერა, რომ საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემოსთვის მნიშვნელოვანი იქნება, როგორი იქნება „თიბისი ბანკის“ საქმის შედეგები
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის განვითარებას.
ამასთან, ელიზაბეთ რუდს ჟურნალისტებმა ჰკითხეს „თიბისი ბანკის“ საქმეზე, კონკრეტულად კი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ საქალაქო სასამართლოში წარდგენილ წერილზე. ელიზაბეთ რუდმა აღნიშნა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გამოძიების საკითხია.
„ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის განვითარებას. რაც შეეხება ამ წერილს, არ შემიძლია, ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება და მესმის, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გამოძიების საკითხი. რაც შეეხება „თიბისის საქმეს“, ჩვენ განვაგრძობთ ამ საკითხზე ყურადღებით დაკვირვებას და გვჯერა, რომ საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემოსთვის მნიშვნელოვანი გავლენა ექნება, როგორ მოხდება ამ საქმეზე რეაგირება და როგორი იქნება ამ საქმის შედეგები“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.