„თიბისი ბანკი“ ფიზიკურ პირებსა და გარკვეულ ბიზნესს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს
„თიბისი ბანკი“ ფიზიკურ პირებსა და გარკვეულ ბიზნესს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

„თიბისი ბანკი“ ფიზიკურ პირებსა და გარკვეული სახის ბიზნესს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.

ამის შესახებ ბანკის განცხადებაშია ნათქვამი.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბანკი განმარტავს, რომ  საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს.

„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით „თიბისი“ უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას“, – აცხადებს ბანკი და აღნიშნავს, რომ  დეტალურ ინფორმაციას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ.

მანამდე განცხადება გაავრცელა „საქართველოს ბანკმაც“. ბანკი ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.