„თიბისი“ საშეღავათო პერიოდის პროცედურების დამუშავებას მომავალი კვირიდან დაიწყებს და მომხმარებლებს დისტანციურად დაუკავშირდება
„თიბისი“ საშეღავათო პერიოდის პროცედურების დამუშავებას მომავალი კვირიდან დაიწყებს და მომხმარებლებს დისტანციურად დაუკავშირდება

სესხებზე საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებული პროცედურების დამუშავებას „თიბისი ბანკი“ მომავალი კვირიდან დაიწყებს, – ამის შესახებ  „თიბისის“ მიერ დამატებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ბანკი განმარტავს, რომ ამ საკითხზე ყველა მომხმარებელს დისტანციური არხებით დაუკავშირდება.

„თიბისი“ მომავალი კვირიდან დაიწყებს საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებული პროცედურების დამუშავებას. დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ.

„თიბისი“ ყველა მომხმარებელს დისტანციური არხებით დაუკავშირდება. ისე, რომ მათ არ მოუხდეთ ფილიალებში მოსვლა და საშეღავათო პირობებზე კომუნიკაცია მოხდება ინდივიდუალურად“, – აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.

„თიბისი ბანკი“ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე, საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.

დატოვე კომენტარი