„თიბისი ბანკი“ მომხმარებლებს ახალი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს
„თიბისი ბანკი“ მომხმარებლებს ახალი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს

„თიბისი ბანკი“ მომხმარებლებს ახალი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს.

როგორც ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, რამდენიმე დღის განმავლობაში, მოქალაქეებს სხვადასხვა ბანკის სახელით და ხშირად, ამავე ბანკის ნომრით უკავშირდებიან კიბერთაღლითები, რუსულ ენაზე ესაუბრებიან, ეცნობიან, როგორც ბანკის წარმომადგენლები და სთხოვენ ბარათისა, და ანგარიშის დასაზუსტებლად სხვადასხვა დეტალის გაზიარებას.

„გვსურს, მომხმარებელი გავაფრთხილოთ ახალი თაღლითური სქემის შესახებ, რომელსაც კიბერთაღლითები პირად ანგარიშებზე უკანონო წვდომის მოსაპოვებლად იყენებენ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მოქალაქეებს სხვადასხვა ბანკის სახელით და ხშირად, ამავე ბანკის ნომრით უკავშირდებიან კიბერთაღლითები, რუსულ ენაზე ესაუბრებიან, ეცნობიან, როგორც ბანკის წარმომადგენლები და სთხოვენ ბარათისა, და ანგარიშის დასაზუსტებლად სხვადასხვა დეტალის გაზიარებას.

გთხოვთ, განსაკუთრებით ყურადღებით მოეკიდოთ საბანკო თუ პერსონალურ ინფორმაციას და არ გაუზიაროთ ის მესამე პირს. საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ შესაბამის სამართალდამცავ სტრუქტურებს და დაგვიკავშირდით კონტაქტცენტრის (032 2 27 27 27) ან ინტერნეტმობაილბანკის საშუალებით.

საქმეში ჩართულები არიან სამართალდამცავი ორგანოები და ინფორმირებულნი არიან სატელეკომუნიკაციო ქსელები, რათა თავიდან ავიცილოთ თაღლითების მხრიდან ბანკის ნომრის გამოყენებით მომხმარებლებთან დაკავშირება.

გარდა ამისა, „თიბისის“ კიბერუსაფრთხოების გუნდი ყველა შესაძლო ზომას იღებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და უსაფრთხოდ შეძლოთ ჩვენი ფინანსური სერვისებით სარგებლობა. ამ მიზნით, აქტიურად ვთანამშრომლობთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან კიბერ და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მომხმარებლის ინფორმირებულობა, რათა თავიდან ავიცილოთ თაღლითობის შემთხვევები“, – აღნიშნულია „თიბისი ბანკის“ განცხადებაში.

დატოვე კომენტარი