„სილიკონ ველი თბილისსა“ და ვებსტერის უნივერსიტეტის წარმომადგენლობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„სილიკონ ველი თბილისსა“ და ვებსტერის უნივერსიტეტის წარმომადგენლობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სილიკონ ველი თბილისსა“ და ვებსტერის უნივერსიტეტის წარმომადგენლობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამერიკული უნივერსიტეტი ვებსტერი საქართველოში შემოდის.

შვეიცარიისა და ავსტრიის შემდეგ, პირველად რეგიონში, ამერიკული უნივერსიტეტის კამპუსისილიკონ ველი თბილისის“ ტერიტორიაზე განთავსდება, სადაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) მდებარეობს. ვებსტერის უნივერსიტეტში მიღება 2021 წლიდან დაიწყება, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, ამერიკული დიპლომი საქართველოშივე მიიღონ.

ღონისძიებაზე ითქვა, რომ „სილიკონ ველი თბილისის“ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის შერჩევა ძლიერი ტექნოლოგიური ბაზის, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიების, მაღალი ხარისხისა და მნიშვნელოვანი პარტნიორების კრიტერიუმების მიხედვით მოხდა.

მემორანდუმის გაფორმებას დაესწრო საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდი.

„აშშ-ის საელჩო მოხარულია, რომ დაესწრო მემორანდუმის გაფორმებას. ვებსტერის უნივერსიტეტი წარმოადგენს აშშ-ის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტს. ამ მემორანდუმის ხელმოწერით განათლების სფეროში საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობები გადაინაცვლებს კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ ეტაპზე“,- განაცხადა ელიზაბეტ რუდმა განაცხადა.

ვებსტერის პრეზიდენტის, ჯულიან ჩუსტერის თქმით, ეს დიდ შანსს მისცემს ქართველ სტუდენტებს და ასევე მეზობელი ქვეყნების სტუდენტებს, მიიღონ ამერიკული განათლება.

„ჩვენთვის საინტერესოა ეს თანამშრომლობა იმ მხრივ, რომ ამ რეგიონში პირველად ვართ. ჩვენი პარტნიორობა ახლა იწყება და ვფიქრობ, ეს იქნება წარმატებული“,- განაცხადა ჯულიან ჩუსტერმა.