ელისო კილაძე - ადამიანი, რომელმაც გუშინ აქციაზე თავი ლევან დადუნაშვილის ნათლიად გაასაღა, ჭიათურელი დავით რობაქიძეა
ადამიანი, რომელმაც გუშინ აქციაზე თავი ლევან დადუნაშვილის ნათლიად გაასაღა, ჭიათურელი დავით რობაქიძეა, მეტსახელად ბაიჩი, – წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ჟურნალისტი ელისო კილაძე.
ამასთან, როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ლევან დადუნაშვილის მამას ჭიათურაში მარგანეცის ბიზნესი აქვს.
„ახლა ცოტა რამ გუშინ დაგეგმილ სუსის ბინძურ კამპანიაზე-ლევან დადუნაშვილის მამას ჭიათურაში აქვს მარგანეცის ბიზნესი – ის ბევრ ადამიანს ეხმარება კიდევ! ადამიანი რომელმაც გუშინ აქციაზე თავი ლევან დადუნაშვილის ნათლიად გაასაღა-ჭიათურელი დავით რობაქიძეა, მეტსახელად ბაიჩი. დაგეგმილი იყო ამ ავანტიურისტის გამოსვლა აქციაზე, რასაც ოჯახის აღშფოთება მოყვა! სოსო,გიცანით ! სირცხვილია !“, – წერს ელისო კილაძე „ფეისბუქში“.
პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გუშინ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის მშობლები მივიდნენ. როგორც დადუნაშვილის მამამ აქციის მონაწილეებისთვის მიმართვისას განაცხადა, ის არასდროს გამოჩენილა კამერებთან და მიტინგზე, თუმცა აღაშფოთა ფაქტმა, როცა აქციაზე გამოვიდა პირი, რომელმაც თქვა, რომ მისი შვილის ნათლიაა. „ის რაც მოხდა, ჩემთვის არ არის მისაღები, გამოვიდა კაცი, რომელმაც ბუნებაში არ იცოდა, ვინ იყო ჩემი შვილი. ამბობს, რომ ნათლიაა, ეს არ უნდა იკადროს არც ერთმა ქართველმა“, – განაცხადა დადუნაშვილის მამამ.