ელისო კილაძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და პარლამენტარს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შინაარსის გასაჯაროებით ემუქრება
ელისო კილაძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და პარლამენტარს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შინაარსის გასაჯაროებით ემუქრება

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების თემა ისევ აქტუალური გახდა. როგორც ჟურნალისტი ელისო კილაძე აცხადებს, მისთვის ცნობილია ალეკო ელისაშვილისთვის ფარული კადრების გადამღების ვინაობა და პარლამენტის წევრს მისი შინაარსის გასაჯაროებით ემუქრება.

კერძოდ, ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: „გულისამრევია უკვე ალეკო ელისაშვილის და იაგო ხვიჩიას ჭორაობა! რა გიორგი ვაშაძის კომპრომატები, რის ვანო მერაბიშვილის შანტაჟი?! ან ელისაშვილი შეწყვეტს ამ მარაზმს, ან მე მოვყვები, რა გადაუღეს და ვინ აშანტაჟებდა! იცის, რომ ვიცი! ფუ, რააა“, – წერს ჟურნალისტი ელისო კილაძე.