ელისაბედ მეორემ ბორის ჯონსონის ინიციატივა პარლამენტის მუშაობის დროებით შეჩერების შესახებ დაამტკიცა
გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა, ელისაბედ მეორემ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ინიციატივა სექტემბრის შუა რიცხვებიდან პარლამენტის მუშაობის შეჩერების შესახებ დაამტკიცა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გადაწყვეტილების მიხედვით, პარლამენტი მუშაობას 10 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე შეაჩერებს.
ბორის ჯონსონის ამ ინიციატივას მკაცრად აკრიტიკებს ოპოზიცია. მთავრობის ოპონენტები ამბობენ, რომ ამ გზით დეპუტატებს არ ექნებათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ ბრექსიტის პროცესში, რაც დემოკრატიის ნორმებს არ პასუხობს.