თბილისში, ელიავას ბაზრობასთან, გუდაუთას ქუჩაზე ავტომანქანების საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
უწყების ცნობით, ცეცხლი 200 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა, დამწვარია ოთხი ავტომობილი, მათ შორის, სამი – დაშლილი.
არსებული ინფორმაციით, გუდაუთას ქუჩაზე ავტომანქანების საწყობში ხანძარი გამთენიისას გაჩნდა.