ელიავას ბაზრობასთან ავტომანქანების საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია

09:26, 30.01.2018

თბილისში, ელიავას ბაზრობასთან, გუდაუთას ქუჩაზე ავტომანქანების საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ცეცხლი 200 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა, დამწვარია ოთხი ავტომობილი, მათ შორის, სამი – დაშლილი.

არსებული ინფორმაციით, გუდაუთას ქუჩაზე ავტომანქანების საწყობში ხანძარი გამთენიისას გაჩნდა.

მსგავსი