ელდარ შენგელაიასა და თამაზ მელიავას ფილმი „თეთრი ქარავანი“ კანის კინოფესტივალზე იქნება ნაჩვენები
ელდარ შენგელაიასა და თამაზ მელიავას ფილმი „თეთრი ქარავანი“, რომელიც 1964 წელს კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა, 55 წლის შემდეგ კანის კინოფესტივალს უბრუნდება. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. „თეთრი ქარავანი“ კლასიკის სექციაში იქნება ნაჩვენები.
ფილმის გადაღება სამი წელი გრძელდებოდა. „თეთრი ქარავანის“ სცენარზე მერაბ ელიოზიშვილი მუშაობდა, ხოლო ოპერატორი კი ტიტო კალატოზიშვილი იყო. ფილმში მთავარ როლებს სპარტაკ ბაღაშვილი, დოდო აბაშიძე, არიადნა შენგელაია და იმედო კახიანი ასრულებენ.