ელდარ შენგელაია - როგორც კინორეჟისორს, მინდა, ქართული კინო აჩვენონ და საქართველოს პირველი არხი ამას ყოველთვის აკეთებს
ელდარ შენგელაია - როგორც კინორეჟისორს, მინდა, ქართული კინო აჩვენონ და საქართველოს პირველი არხი ამას ყოველთვის აკეთებს

მიხარია, რომ შენდება პირველი არხის ახალი შენობა, იმედი მაქვს, აქედან გავიგებთ ყველაფერ იმას, რაც ხდება ქვეყანასა და მსოფლიოში, – ამის შესახებ რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ განაცხადა.

როგორც ელდარ შენგელაიამ აღნიშნა, ტელევიზიაში ქართული ფილმების ჩვენება, ძალიან მნიშვნელოვანია მაყურებლებისთვის.

„მე, როგორც კინორეჟისორს, მინდა, ქართული კინო აჩვენონ და ასეც ხდება, ყოველთვის აჩვენებენ ქართულ კინოს, ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო მაყურებლის, არამედ საქართველოსთვის“, – განაცხადა ელდარ შენგელაიამ.

საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის საძირკველში დღეს სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.