საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.

როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, დღეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის 64 წლის იუბილე და სწორედ ამ დღეს სიმბოლურად დაემთხვა ახალი შენობის საძირკველში კაფსულის ჩადება.

„დღეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაბადების დღე, 64 წელი შეუსრულდა, გადავწყვიტეთ, ეს შესაძლებლობა არ გაგვეშვა ხელიდან და სიმბოლურად კაფსულა ჩავდეთ. პირველი არხის თანამშრომლებისთვის არის ძალიან ემოციური დღე, რადგან ათწლეულებია, გვესმის, რომ გადავდივართ ამ შენობიდან, რომელსაც 55 წელი შეუსრულდა, რაც დგას. სიმბოლურად, მედიის დიდი ძალა არის სიტყვა და ვიფიქრეთ, რა შეიძლებოდა, ჩაგვედო კაფსულაში, რადგან ეს არ ყოფილიყო უბრალო ნივთი და გავაკეთეთ გზავნილები, სადაც პირველი არხის თანამშრომლებმა თავისი სურვილები დაწერეს. იცით, რომ საჯარო კონკურსი ჩავატარეთ, ვასილ მაღლაფერიძეც აქ არის და ეს პროცესი როცა დავიწყეთ, იყო ერთგვარი გამოწვევა, გვინდოდა ტრანსპარენტული და ღია ყოფილიყო ეს ყველაფერი. არქიტექტორები დამეთანხმებიან, რომ პირველი შენობაა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც კონკურსით შეირჩა 15 ათასამდე ადამიანმა მისცა ხმა ამ დიზაინს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.