საქართველოს პირველი არხის თანადაფინანსებით, ელდარ შენგელაია ფილმს იღებს

16:33, 01.03.2021

საქართველოს პირველი არხის თანადაფინანსებით, ელდარ შენგელაია ფილმს „ივანე, ვირი „კოხტა“, ჩიტები და მიხეილი“ იღებს. გადაღებები 2020 წლის ოქტომბერში კახეთში, სოფელ ალვანში მიმდინარეობდა.

ფილმის ჟანრი მისტიკურ-ფილოსოფიური იგავია. სცენარის ავტორები ამირან დოლიძე და ელდარ შენგელაია არიან.

„პირველი არხი დიდ რესურსს დებს მხატვრული და დოკუმენტური კინოს განვითარებაში, რაც მთლიანად სფეროსთვის არის უმნიშვნელოვანესი, მით უმეტეს – პანდემიის პირობებში“,- განაცხადა ელდარ შენგელაიამ.

ფილმის სატელევიზიო პრემიერა 2021 წლის გაზაფხულზე, საქართველოს პირველი არხის ეთერში იგეგმება.

მსგავსი