საქართველოს პირველი არხის თანადაფინანსებით, ელდარ შენგელაია ფილმს იღებს
საქართველოს პირველი არხის თანადაფინანსებით, ელდარ შენგელაია ფილმს „ივანე, ვირი „კოხტა“, ჩიტები და მიხეილი“ იღებს. გადაღებები 2020 წლის ოქტომბერში კახეთში, სოფელ ალვანში მიმდინარეობდა.
ფილმის ჟანრი მისტიკურ-ფილოსოფიური იგავია. სცენარის ავტორები ამირან დოლიძე და ელდარ შენგელაია არიან.
„პირველი არხი დიდ რესურსს დებს მხატვრული და დოკუმენტური კინოს განვითარებაში, რაც მთლიანად სფეროსთვის არის უმნიშვნელოვანესი, მით უმეტეს – პანდემიის პირობებში“,- განაცხადა ელდარ შენგელაიამ.
ფილმის სატელევიზიო პრემიერა 2021 წლის გაზაფხულზე, საქართველოს პირველი არხის ეთერში იგეგმება.