ელდარ შენგელაია და იმედო კახიანი კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე
ელდარ შენგელაია კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე იმედო კახიანთან ერთად გამოჩნდა.
ელდარ შენგელაიასა და თამაზ მელიავას ფილმი „თეთრი ქარავანი” კინოფესტივალზე 55 წლის შემდეგ დაბრუნდა.
ფილმი 1964 წელს კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა, წელს „თეთრი ქარავანი“ სექციაში „კანი კლასიკა” (Cannes Classics) იყო წარმოდგენილი.