ელდარ ბაირამოვი - ვთხოვთ საერთაშორისო საზოგადოებას, მეზობელ ქვეყნებს, აჩვენონ რეალური მხარდაჭერა აზერბაიჯანის პოზიციისადმი საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით
ვთხოვთ საერთაშორისო საზოგადოებას და უპირველეს ყოვლისა, მეზობელ ქვეყნებს, აჩვენონ მკაფიო და ურყევი მიდგომა ამ სიტუაციისადმი, აჩვენონ რეალური მხარდაჭერა აზერბაიჯანის პოზიციისადმი საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით, – ამის შესახებ საქართველოში აზერბაიჯანის კონსულმა, ელდარ ბაირამოვმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ბაირამოვმა აღნიშნა, აზერბაიჯანი და საქართველო, ასევე სხვა ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ საერთაშორისო პროექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თუმცა, როგორც კონსული აცხადებს, კითხვა, ემუქრება თუ არა საფრთხე ამ პროექტებს, ეხება არა აზერბაიჯანულ, არამედ სომხური მხარეს.
„თქვენ იცით, რომ აგრესიას ახორციელებდა სომხური მხარე. რამდენიმე თვის წინ მათ აგრესია განახორციელეს თოვუზის მიმართულებით. აზერბაიჯანი და საქართველო, ასევე სხვა ქვეყნები, მაგალითად თურქეთი და რეგიონის სხვა სახელმწიფოები, ყველაფერს აკეთებენ საერთაშორისო პროექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თუმცა ვფიქრობ, კითხვა, ემუქრება თუ არა საფრთხე ამ პროექტებს, ეხება არა აზერბაიჯანულ მხარეს, არამედ სომხური მხარეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ ჩვენი ინფრასტრუქტურის დასაცავად.
ჩვენ ვთხოვთ საერთაშორისო საზოგადოებას და უპირველეს ყოვლისა, მეზობელ ქვეყნებს, აჩვენონ მკაფიო და ურყევი მიდგომა ამ სიტუაციისადმი და აჩვენონ რეალური მხარდაჭერა აზერბაიჯანის პოზიციისადმი საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან ველოდებით, რომ ისინი აჩვენებენ რეალურ პოლიტიკურ ნებას და არა მხოლოდ დიპლომატიურ ფორმულას”,- განაცხადა ბაირამოვმა.
მისივე თქმით, „შექმნილი სიტუაციის მთავარი მიზეზი აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სომხეთის საოკუპაციო ძალების ყოფნაა“.
„ასე რომ, თუ ამ მთავარ პრობლემას გადავწყვეტთ, სომხეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ შესაძლებელი იქნება ნებისმიერი დიალოგი, მოლაპარაკებები საერთაშორისო შუამავლების მედიატორებით“,- განაცხადა საქართველოში აზერბაიჯანის კონსულმა.