ეკატერინე ტიკარაძე - ვეცდებით, უსაფრთხოდ წარიმართოს საარჩევნო პროცესი, რადგან საქართველოს ისტორიაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები
ვეცდებით, ყველა მოქალაქისთვის, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის უსაფრთხოდ წარიმართოს საარჩევნო პროცესი, რადგან საქართველოს ისტორიაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ცესკო-სთან ინტენსიური თანამშრომლობა აქვს.
„არჩევნებთან დაკავშირებით ინტენსიურად ვმუშაობთ ცესკო-სთან. გვაქვს საკმაოდ პროდუქტიული თანამშრომლობა ამ კუთხით და ნამდვილად, ყველანაირად ვეცდებით, რომ ყველა მოქალაქისთვის, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის უსაფრთხოდ წარიმართოს საარჩევნო პროცესი, რადგან საქართველოს ისტორიაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც საქართველოს კიდევ ერთხელ დააყენებს იმ დემოკრატიული განვითარების გზაზე, რომელიც გვაქვს არჩეული“, – განაცხადა ტიკარაძემ.