ეკატერინე ტიკარაძე – ვეცდებით, უსაფრთხოდ წარიმართოს საარჩევნო პროცესი, რადგან საქართველოს ისტორიაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები

13:16, 05.10.2020

ვეცდებით, ყველა მოქალაქისთვის, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის უსაფრთხოდ წარიმართოს საარჩევნო პროცესი, რადგან საქართველოს ისტორიაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ცესკო-სთან ინტენსიური თანამშრომლობა აქვს.

„არჩევნებთან დაკავშირებით ინტენსიურად ვმუშაობთ ცესკო-სთან. გვაქვს საკმაოდ პროდუქტიული თანამშრომლობა ამ კუთხით და ნამდვილად, ყველანაირად ვეცდებით, რომ ყველა მოქალაქისთვის, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის უსაფრთხოდ წარიმართოს საარჩევნო პროცესი, რადგან საქართველოს ისტორიაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც საქართველოს კიდევ ერთხელ დააყენებს იმ დემოკრატიული განვითარების გზაზე, რომელიც გვაქვს არჩეული“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი