ეკატერინე ტიკარაძე - შემდეგ კვირაში საქართველოში ჩინური ვაქცინის 100 000-მდე დოზა შემოვა
ეკატერინე ტიკარაძე - შემდეგ კვირაში საქართველოში ჩინური ვაქცინის 100 000-მდე დოზა შემოვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შემდეგ კვირას საქართველოში შემოვა ჩინური ვაქცინა, რომელიც აღიარებულია უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან.

მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინის 100 000-მდე დოზა შემოვა.

„კვირის ბოლოს ჩვენ უკვე ველოდებით ჩინეთიდან ვაქცინის შემოტანას. შესაბამისად, შემდეგ კვირაში ჩვენ გვექნება დამატებით ჩინური ვაქცინა, რომელიც იცით, რომ ასევე არის აღიარებული უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან. 100 000 დოზა იქნება ჩამოტანილი. ჩვენ ​ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციებს გავდივართ, თუ როგორ მოვიქცევით ამ ვაქცინასთან მიმართებაში. დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარებას, თუ დაგვრთავენ ნებას, უნგრეთის მსგავსად, განვაგრძოთ ქვეყანაში ვაქცინაცია. როდესაც ვაქცინა იქნება ადგილზე, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.