ეკატერინე ტიკარაძე - საქართველო შეპირებულ ვაქცინას დათქმულ ვადაში მიიღებს
საქართველოს მთავრობა მოქმედებს თანმიმდევრულად, თვით მალტის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ თავად არ გააჩნიათ საკუთარი მოქალაქეებისთვის ვაქცინის საკმარისი რაოდენობა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მათ მიმართ ნებისმიერი მიმართვა ვერ დაკმაყოფილდებოდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა, რის შემდეგაც მალტის მთავრობამ გადაწყვიტა, ვაქცინა ღარიბ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს გადაუნაწილოს.
მისივე თქმით, დათქმულ ვადაში საქართველო აუცილებლად მიიღებს შეპირებულ ვაქცინას.
„ეს არის სრული სიცრუე, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა იმის რომ შემოიტანოსს არეულობა და გაუგებრობა ჩვენს მოსახლეობაში. საქართველოს მთავრობა მუშაობს ამასთან დაკავშირებით და დათქმულ თარიღებში აუცილებლად გვექნება ის შეპირებული ვაქცინა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაანონსებთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.