ეკატერინე ტიკარაძე - „კოვაქს პლატფორმიდან“ უკვე გვაქვს დადასტურებული, რომ მზად არიან, მოგვაწოდონ სამედიცინო პერსონალისთვის კორონავირუსის ვაქცინა
„კოვაქს პლატფორმიდან“ ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია დადასტურებული,რომ ისინი მზად არიან, მოგვაწოდონ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინაზე.
„კოვაქს პლატფორმიდან“ ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია მიღებული, დადასტურებული,რომ ისინი მზად არიან, მოგვაწოდონ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინა. ამ ეტაპზე საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინაზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში, „ფაიზერის“ ვაქცინას დაემატოს სხვა ვაქცინებიც, ამ შემთხვევაში, გვაქვს მოლოდინი, რომ „ასტრაზენეკაზე“ ხელმისაწვდომობაც გაიუჩნდებათ ჩვენს მოქალაქეებს“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური მზადება.
„საჭირო იყო და გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილება, ამასთან დაკავშირებით, ინტენსიურად ვმუშაობთ პარლამენტთან. გუშინ გაიმართა უკვე პარლამენტში პირველი საკომიტეტო შეხვედრა, რაზეც ვისაუბრეთ ცვლილებებზე, დაინიცირდა კანონი და იანვრის ბოლომდე გეგმურად გევქნება შეტანილი ყველა ის ცვლილება, რაც უზრუნველყოფს ვაქცინის შეუფერხებელ შემოტანას საქართველოში“, – დასძინა მინისტრმა.