ეკატერინე ტიკარაძე - კლინიკა „თიმის“ ექიმის ინფიცირების წყარო ამ დროისთვის ცნობილი არ არის, თუმცა მოკვლევა მიმდინარეობს
ეკატერინე ტიკარაძე - კლინიკა „თიმის“ ექიმის ინფიცირების წყარო ამ დროისთვის ცნობილი არ არის, თუმცა მოკვლევა მიმდინარეობს

ამ ეტაპისთვის, თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ექიმის ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის, თუმცა მოკვლევა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ტიკარაძის ინფორმაციით, ყველა ის პირი, რომელიც იმყოფებოდა ექიმთან კონტაქტში, არის საკარანტინო ზონაში.

„გარკვეული პირები, რომლებსაც აღენიშნებოდათ სიმპტომატიკა, არიან გატესტილები, მაგრამ მათი პასუხი არის უარყოფითი. ეს არის მნიშვნელოვანი და კეთილსაიმედო პროგნოზი. აქედან გამომდინარე, დანარჩენი პირები არიან დაკვირვების რეჟიმში. ინტენსიურად მუშაობს ჩვენი ეპიდსამსახური, რათა დეტალურად გამოიძიონ, თუ რა არის ინფიცირების წყარო ექიმის და ასევე დამატებით მოვიძიოთ ყველა ის კონტაქტი, ვისთანაც ექიმი შემხებლობაში იმყოფებოდა“,- განაცხადა ტიკარაძემ.

კლინიკა „თიმის“(თბილისის მედიცინის ინსტიტუტის) ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. საავადმყოფო ორი კვირით დაიხურა. 30-მდე ექიმი კარანტინში იმყოფება.