საქართველო-ბელარუსის მატჩზე მაყურებლების დასწრებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველო-ბელარუსის მატჩზე მაყურებლების დასწრებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამასთან დაკავშირებით დღეს ჩვენ არ გვიმსჯელია, თუმცა ინფორმაცია არის ჩვენამდე მოსული. ჩვენ დამატებით შევიკრიბებით, გამომდინარე იქედან, თუ რა ეპიდმდგომარეობა იქნება საქართველში. უკვე ეპიდემიოლოგებთან ერთად და ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.
8 ოქტომბერს, თბილისის „დინამო არენაზე” ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება. საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება. ამასთან, უეფა-ს საგანგებო აღმასკომზე გადაწყდა, რომ ოქტომბერში უეფა-ს ეგიდით გასამართ ყველა შეხვედრას სტადიონზე გულშემატკივრის 30% დაესწრება. უეფა-ს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ შესაძლებელია, საქართველო-ბელარუსის მატჩს დაახლოებით 18 ათასი მაყურებელი დაესწროს.