საქართველო-ბელარუსზე მაყურებლის დასწრების უფლება დაგვრთეს - მოულოდნელი სიხარული უეფასგან
საქართველო-ბელარუსზე მაყურებლის დასწრების უფლება დაგვრთეს - მოულოდნელი სიხარული უეფასგან

უეფას საგანგებო აღმასკომზე გადაწყდა, რომ ოქტომბერში უეფას ეგიდით გასამართ ყველა შეხვედრას სტადიონზე გულშემატკივრის 30% დაესწრება.

„უეფა საშუალებას აძლევს გულშემატკივრებს, დაუბრუნდნენ სტადიონს და მისი ტევადობის 30% შეავსონ თუ ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვა იქნება. ეს გადაწყვეტილება უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა 24 სექტემბერს ბუდაპეშტში, უეფას სუპერ თასზე გამართული საპილოტე მატჩის შემდეგ მიიღო. ორგანიზაციამ გადაწყვიტა, დაუშვას მაყურებლების ნაწილობრივი დაბრუნება უეფას ეგიდით გამართულ მატჩებზე, შემდეგ კვირიდან ეროვნული გუნდების მატჩებიდან მოყოლებული, თუ ეს ადგილობრივი მთავრობების მიერაა ნებადართულია. მაყურებელი შეიზღუდება შესაბამისი სტადიონის ტევადობის მაქსიმუმ 30 პროცენტით, ხოლო სტუმრების მხარდამჭერებს ეკრძალებათ დასწრება შემდგომ შეტყობინებამდე,“ – წერია უეფას გვერდზე გავრცელებულ წერილში.

8 ოქტომბერს, თბილისის „დინამო არენაზე” ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება. საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება. უეფას გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ საქართველო-ბელარუსის მატჩს მაყურებელი დაესწრება – დაახლოებით, 18 ათასი ადამიანი.