ეკა ბესელიას - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ახალი ძალა მოიგებს
ეკა ბესელიას - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ახალი ძალა მოიგებს

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას პროგნოზით, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ახალი ძალა მოიგებს.

ჟურნალისტებთან საუბარში ეკა ბესელიამ არ დააკონკრეტა, ვის გულისხმობს ახალ ძალაში და ამ ძალის ლიდერი თავად იქნება თუ არა.

„ნუ ვიჩქარებთ. ყველაფერს თავისი განვითარების კანონზომიერება და ეტაპი აქვს. ამ ეტაპებს მივყვებით, ყველა ეტაპზე იმას გაგაცნობთ, რასაც ვფიქრობ. 2020 წლის არჩევნებს ახალი ძალა მოიგებს. დღეს არ ვისაუბრებ, რა იქნება. ეს ჩემი პროგნოზია. დეტალებზე პრინციპულად არ ვილაპარაკებ. ძალა შემწევს, ის ვითარება შევცვალო, რაც სასამართლო სისტემაშია, როგორც შევცვალე ვითარება 2018 წლის დეკემბერში, როცა მავანთ ეგონათ, რომ ყველაფერი დალაგებული ჰქონდათ და პარლამენტში ყველა ფეხზე დადგებოდა. სია უკან გავიწვიეთ, რაც არც კობახიძის და არც მისი გუნდის დამსახურება არ არის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.