ეკა ბესელია - ვრჩები პოზიციაზე, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე ჩვენი გადაწყვეტილება კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იყო
ეკა ბესელია - ვრჩები პოზიციაზე, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე ჩვენი გადაწყვეტილება კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იყო

ვეტოს განხილვამდე, „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით ბოლო კონსულტაცია არ შემდგარა, – ასე უპასუხა ეკა ბესელიამ ჟურნალისტების შეკითხვას, შედგება თუ არა განმეორებითი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და მედიასშუალებების წარმომადგენლებს შორის.

მისი თქმით, ასეთ საკითხებს მეტი დიალოგი, მეტი დისკუსია და მეტი საუბარი ყოველთვის მეტად ეხმარება.

„ამისთვის პარლამენტმა დიალოგის კარი არასდროს უნდა მიხუროს და მე მივესალმები, რომ რამდენი შეხვედრაც იქნება საჭირო, იმდენი შეხვედრა და საუბარი შედგეს, რათა გადაწყვსტილება კიდევ უფრო მეტად გააზრებული იყოს. მე, რა თქმა უნდა, იმ პოზიციაზე ვრჩები, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების სრულიად შესაბამისი იყო.  პირადად მე წინააღმდეგი არ ვარ და მზად ვარ, რამდენი შეხვედრაც იქნება ამ საკითხებზე, ვისაუბროთ იქამდე, ვიდრე ვეტოს თაობაზე საბოლოოდ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.