საფრთხეები, რომლის განეიტრალებასაც ემსახურებოდა როგორც თბილისის სპეცოპერაცია, ასევე დღეს ჩატარებული სპეცოპერაცია, პრევენციის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის ახალ დეტალებსა და პანკისის ხეობაში დღეს ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, უსაფრთხოების სამსახური, სხვა შესაბამის სამინისტროსთან და სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, მუშაობს ძალიან ეფექტურად,
„როდესაც ასეთ მნიშვნელოვან და განსაკუთებით მგრძნობიარე თემებზე სისხლის სამართლებრივი პროცედურები იწყება და მიმდინარეობს გამოძიება, ბუნებრივია მოგვიანებით შევეხებით, როცა უკვე გვექნება დადასტურებული ინფორმაცია. თუმცა, შემიძლია ერთი რამე გითხრათ დღესვე – განსაკუთრებულად მიმაჩნია ის, რომ უსაფრთხოების სამსახური, სხვა შესაბამის სამინისტროსთან და სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, მუშაობს ძალიან ეფექტურად, იმიტომ, რომ საფრთხეები, რომლის განეიტრალებასაც ემსახურებოდა როგორც ის სპეცოპერაცია, რომელიც ჩატარდა რამდენიმე კვირის წინ თბილისში, ეს ღონისძიებაც, პრევენციის თავლსაზრისით არის მნიშვნელივანი. როდესაც რეაგირება ხდება იმ ეტაპზე, ვიდრე კონკრეტული დანაშაულებრივი ფაქტია განხორციელებული, პრევენციას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ ნდობის ჯგუფში ვისაუბრეთ, როგორც კონკრეტულ დეტალებზე, ასევე პრევენციაზე, მათ შორის საფრთხეებზე, რომელიც შესაძლოა იყოს და მათ თავიდან არიდების მექანიზმებზე. ამ თემებზე ვისაუბრეთ დახურულ ფორმატში. ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღეთ სუს-ის უფროსისგან, რომელიც ძალიან ღირებულია იმისთვის, რომ დავინახოთ შემდგომი სტრატეგია. ასე რომ, ამ სამსახურს აქვს ჩვენგან ნდობის მანდატი და პრევენციის ეტაპზე ისინი მუშაობენ კოორდინირებულად, სხვა უწყებებთან ერთად“, – განაცხადა ბესელიამ.