ეკა ბესელია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ევროსასამართლოს აღსრულებაზე ზედამხედველობის ქვეკომიტეტი აკონტროლებს წევრი ქვეყნების მიერ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას.
“ევროსასამართლოს აღსრულებაზე ზედამხედველობის ქვეკომიტეტი, სადაც მე მეორე ვადით მივიღე თავმჯდომარეობის თაობაზე მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეკომიტეტი. ეს ქვეკომიტეტი აკონტროლებს წევრი ქვეყნების მიერ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას . საქართველოს უკვე აქვს 2016 წლიდან ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებზე ზედამხედველობის ერთ- ერთი საუკეთესო მექანიზმი. ეს მექანიზმი 2016 წელს შევიმუშავეთ. განსხვავებით წინა წლებისგან, საქართველო უკვე ხვდება იმ ლიდერ ქვეყნებს შორის, რომლებსაც აქვთ კარგი მაჩვენებელი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით. მეორე ვადით ჩემი თავჯდომარეობა გამოყენებული იქნება, რათა მოეწყოს ღია განხილვა, თუ როგორ სრულდება ეს გადაწყვეტილებები და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის საბჭოს სხვა წევრების მაგალითზეც”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.