ეკა ბესელია - არ ვაგვიანებთ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას, არც პრეზიდენტს ველოდებით
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ უახლოეს პერიოდში დაასახელებს.
ვინ იქნება მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი, ეკა ბესელია არ აკონკრეტებს.
„არ ვაგვიანებთ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას, არც პრეზიდენტს ველოდებით. ჩვენ ვთათბირობთ და ვფიქრობ, მოკლე დროში, მალე მოხდება ჩვენი პოზიციის გახმოვანება. როცა ამ საკითხზე განმარტებებს ვაკეთებდით, მუდმივად ხაზგასმა ხდებოდა, რომ საერთო პოზიციის შეჯერება ხდება და ბუნებრივია, საპასუხისმგებლო პროცესია. თუმცა, მოკლე დროში მოხდება ამ გადაწყვეტილების გასაჯაროება. ეს არ უკავშირდება იმას, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ვინ იქნება კანდიდატი, ამაზე არ დავკონკრეტდები“,- განაცხადა ბესელიამ.
კითხვაზე, დაუჭერდა თუ არა მხარს ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად, ბესელიამ უპასუხა: „რა თქმა უნდა, დავუჭერდი”.