ეკა ბესელია აცხადებს, რომ ქვეყანაში ლუსტრაციის კანონი მისაღებია
ეკა ბესელია აცხადებს, რომ ქვეყანაში ლუსტრაციის კანონი მისაღებია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ლუსტრაციის კანონი მისაღებია.

ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან კობერიძის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ლუსტრაციის კანონის მიღებისთვის სამართლებრივი ბაზა არსებობს.

„ყველა ადამიანი უნდა გაიშიფროს, ვინც წარსულში სპეცსამსახურებს უკავშირდებოდა. როგორც წესი, ეს ადამიანები წარსულის გამო ისეთ სტრუქტურებში არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი, რომლებიც ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან. ამ იდეას საინტერესო საფუძველი აქვს“, – განაცხადა ბესელიამ.

უმრავლესობის დეპუტატი ლევან კობერიძე პარლამენტში ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტის ინიცირებას აპირებს.