ეკა ბესელია - გორში მოკლული გოგონას საქმეში ბრალდებული 2012 წელს ამნისტიით არ გათავისუფლებულა
გორში მოკლული გოგონას საქმეში ბრალდებული იაგო ნებიერიძე 2012 წელს ამნისტიით არ გათავისუფლებულა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, იაგო ნებიერიძეს სასჯელი სხვა პატიმრებთან ერთად შეუმცირდა, ხოლო მოგვიანებით, პრეზიდენტის შეწყალება პერსონალურად შეეხო.
„მცდარ ინფორმაციას ნუ გაავრცელებთ. 2012 წლის ამინისტია შეეხო არა კონკრეტულად და პერსონალურად ამ ადამიანს, არამედ ყველა იმ პირს, ვისაც არ ეხებოდა კონკრეტული მუხლებით ამნისტიით გათავისუფლება. მათ სასჯელი შეუმცირდათ 1/4-ით, რადგან ზოგადად, საპატიმროებში იყო უმძიმესი ვითარება, წამება და არაადამიანური მოპყრობა. ამ ადამიანს მოგვიანებით პრეზიდენტის შეწყალება შეეხო, როგორც პერსონალური აქტი“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.