ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ წნელისში საგუშაგოს განთავსებას გეგმავს
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ სოფელ წნელისში მოსახლეობის დასაცავად ე.წ. სამხრეთ ოსეთი ბლოკპოსტს განათავსებს.
მისი თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაგრძელდება.
ბიბილოვის განცხადებით, მათი პოზიცია უცვლელი რჩება – ქართულმა მხარემ ბლოკპოსტი უნდა აიღოს.
„ტექნიკური შეხვედრა დასრულდა. საერთო პოზიციამდე ვერ მივედით. მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს დაევალა, განათავსოს პოსტი, რომ ამ სოფელში მოსახლეობამ დაცულად იგრძნოს თავი“, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სოფელ ჩორჩანასთან შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გრძელდებოდა.