ძლიერი წვიმის შედეგად ხობის რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლის ეზოები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაიტბორა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სახლის ეზოები, სასოფლო გზების ნაწილი. ასევე დაიტბორა საცხოვრებელი სახლები – წყალმა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე შეაღწია.
ამასთან, ძლიერი წვიმის შედეგად თბილისი – ზუგდიდის ცენტრალურ გზაზე დროებით შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები.
სოფლებში არსებულ მდგომარეობას მერიის სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან და ზარალს ითვლიან.