ახმეტის სოფელ მატანში, ძლიერი წვიმის შედეგად, 15-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და ეზოები დაიტბორა
ახმეტის სოფელ მატანში, ძლიერი წვიმის შედეგად, 15-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და ეზოები დაიტბორა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ძლიერი წვიმის შედეგად 15-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და ეზოები დაიტბორა.

გვიან ღამით მოსული ძლიერი წვიმის გამო სანიაღვრე არხებმა ჭარბი ნალექი ვერ გაატარა, კალაპოტიდან გადავიდა და მოსახლეობა დააზარალა.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სტიქიის შედეგად დაიხოცა შინაური ფრინველი და დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის ვენახები და ყანები.