რუსთავში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა [ფოტო, ვიდეო]
რუსთავში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ლეონიძე-მესხიშვილის ქუჩები.
რამდენიმე მონაკვეთზე გადაადგილება შეუძლებელია.
წვიმის შედეგად დაიტბორა კომერციული ფართები და სარდაფები. წყალმა დააზიანა ავტომობილებიც.
