დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე პირველი სხდომის დაწყებამდე ზაზა სარალიძეს შეხვდება
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომის დაწყებამდე ზაზა სარალიძე, ადვოკატთან ერთად კომისიის თავმჯდომარეს, სერგი კაპანაძეს.
ადვოკატის განცხადებით, პირისპირ შეხვედრის დროს ისინი საქმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან კომისიის თავმჯდომარეს და ასევე გადასცემენ დასაკითხ პირთა სიას. საგამოძიებო კომისიის მუშაობის მიმართ, ნესტან ლონდარიძეს განცხადებით, სარალიძის ოჯახს პოზიტიური მოლოდინი აქვს.
„8 ივნისს მექნება შეხვედრა ზაზა სარალიძესთან და მის წარმომადგენელთან. ასევე, დღეს ჩატარდება პირველი სხდომა, სადაც კომისია მიიღებს დებულებას, კომისიის შინაარსობრივი სამუშაო კი, შემდგომ კვირაში იქნება. ორშაბათს ბიურომ უნდა დაამტკიცოს კომისიის დებულება და უკვე კომისია ბოლომდე უფლებამოსილი იქნება საქმიანობას შეუდგეს“, – განმარტა სერგი კაპანაძემ.
სამუშაო შეხვედრა 11:00 საათზე გაიმართება, ხოლო კომისიის პირველი სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.