დონბასში სნაიპერის ტყვიით უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო დაიღუპა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დონბასში სნაიპერის ტყვიას უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 101-ე ბრიგადის ცნობით, 15 ოქტომბერს კონფლიქტის ზონაში პრორუსი სეპარატისტების მიერ მოკლულთა შორის ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო ქალი, 36 წლის იაროსლავა ნიკონენკოა. აღსანიშნავია, რომ იაროსლავა ნიკონენკო დონბასში მოკლული უკრაინელი სამხედროს შვილი იყო.
აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან შეიარაღებული მოქმედებების შედეგად, 14 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.