დონბასში სნაიპერის ტყვიით უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო დაიღუპა

11:43, 16.10.2019

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დონბასში სნაიპერის ტყვიას უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 101-ე ბრიგადის ცნობით, 15 ოქტომბერს კონფლიქტის ზონაში პრორუსი სეპარატისტების მიერ მოკლულთა შორის ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო ქალი, 36 წლის იაროსლავა ნიკონენკოა. აღსანიშნავია, რომ იაროსლავა ნიკონენკო დონბასში მოკლული უკრაინელი სამხედროს შვილი იყო.

აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან შეიარაღებული მოქმედებების შედეგად, 14 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი