ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დაბრუნება, შეიძლება, უფრო იოლი იყოს, ვიდრე ოკუპირებული დონბასის
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დაბრუნება, შეიძლება, უფრო იოლი იყოს, ვიდრე ოკუპირებული დონბასის

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დაბრუნება, შეიძლება, უფრო იოლი იყოს, ვიდრე ოკუპირებული დონბასის. ამის შესახებ განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა.

მისი თქმით, ყირიმში საბრძოლო მოქმედებები არ ყოფილა, ამიტომ ნახევარკუნძულის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნება, შესაძლოა, უფრო იოლი იყოს, ვიდრე დონბასის, რომელსაც, 10 წელია, რუსეთის მართავს.

„შეიძლება, ისე მოხდეს, რომ ჩვენ ტერიტორიები უფრო ადრე დავუბრუნოთ, ვიდრე იქ მცხოვრები ხალხი. ასე შეიძლება მოხდეს. მაგალითად, დონბასი ხალხი იქ 10 წელია, ცხოვრობს, ცხოვრობს სხვა სივრცეში და ეს გრძელი პროცესია. შეიძლება, სხვადასხვანაირად მოხდეს. მე ვფიქრობ, უფრო რთული იქნება დონბასის საკითხი. მე პარტნიორები ოდესღაც მეუბნებოდნენ, რომ თითქმის შეუძლებელია, უკრაინამ დაუბრუნოს ყირიმი და ძალიან რთულია დონბასის დაბრუნება. ჩემი აზრით კი, თუ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რადგან ყველა შემთხვევაში ტერიტორიები ბრუნდება ხალხთან ერთად, თუ ხალხს ეს არ სურს, მაშინ ეს ძალიან რთული იქნება. და ახლაც კი, როდესაც რუსეთი გვეომება, ყველაზე ხისტი სეპარატისტები არ ნებდებიან, რუსები გარბიან, სეპარატისტები კი დგანან. ყირიმში კი საბრძოლო მოქმედებები არ ყოფილა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ყირიმი დაბრუნებას ელოდება, დონბასიც ელოდება, მაგრამ იქნება ძალიან რთული, რადგან ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებული და მილიტარიზებული იყო“, – განაცხადა ზელენსკიმ.