ვოლოდიმირ ზელენსკი - მტკივნეულია დონბასის ყურება, რომელსაც რუსეთმა საშინელი ტანჯვა და ნგრევა მოუტანა, ჩემთვის პატივია მხარდაჭერა ჩვენი მებრძოლების, რომლებიც ფრონტის ხაზს სასტიკ პირობებში იცავენ
ვოლოდიმირ ზელენსკი - მტკივნეულია დონბასის ყურება, რომელსაც რუსეთმა საშინელი ტანჯვა და ნგრევა მოუტანა, ჩემთვის პატივია მხარდაჭერა ჩვენი მებრძოლების, რომლებიც ფრონტის ხაზს სასტიკ პირობებში იცავენ

ჩემთვის პატივია მხარდაჭერა ჩვენი მებრძოლების, რომლებიც იცავენ ჩვენს სახელმწიფოს ფრონტის ხაზის ყველაზე სასტიკ პირობებში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, დონბასში მან მოინახულა უკრაინელი სამხედროები, ომში დაჭრილი მებრძოლები და მადლობა გადაუხადა სამედიცინო პერსონალს, რომელიც დაშვებულ სამხედროებს დახმარებას უწევს და რეაბილიტირებაში ეხმარება.

„მტკივნეულია დონბასის ქალაქების ყურება, რომელთაც რუსეთმა საშინელი ტანჯვა და ნგრევა მოუტანა. თითქმის მუდმივი საჰაერო განგაშის სიგნალი კრამატორსკში, დაბომბვის მუდმივი საფრთხე იქვე, დონბასში, ხარკოვში, ყველგან, სადაც რუსული ბოროტება მივიდა, თვალსაჩინოა, რომ ტერორისტი სახელმწიფოს გაჩერება მხოლოდ ჩვენი გამარჯვებით არის შესაძლებელი. რუსეთის აგებს ამ ომს. ეს ყველას ესმის და თითოეულ რუს მკვლელს უნდა ესმოდეს, რომ დაკავების ორდერი ყველაზე საუკეთესო იქნება, რაც შეიძლება, მათ დაემართოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.