„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში სამხედრო ოპერაციის კრიტიკის გამო თურქეთში 200 ადამიანი დააკავეს
სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში დაწყებული სამხედრო ოპერაციის კრიტიკის გამო თურქეთში 200 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ პირებს სოციალური ქსელების საშუალებით ტერორისტული ორგანიზაციების სასარგებლოდ პროპაგანდაში ედებათ ბრალი. მედიის ინფორმაციით, სულ პროკურატურაში დაკითხვაზე 839 ადამიანი დაიბარეს.
თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო.